თენგიზ ფხალაძის შეფასებით, 2020 და 2021 წლების არჩევნების დღეს პლებისციტის ჩატარება ღია კარის მტვრევას ჰგავს

ექსპერტ თენგიზ ფხალაძის შეფასებით, 2020 და 2021 წლების არჩევნების დღეს პლებისციტის ჩატარება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ღია კარის მტვრევას ჰგავს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სრულიად გაუგებარია, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად მმართველი გუნდის განცხადება.

„საქართველოს კონსტიტუციაში უკვე ჩაწერილია, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სიტემით, აქ საუბარი იყო 2020-ის არჩევნების ჩატარებაზე. გამოდის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მმართველი გუნდი იმ კონსტიტუციას, რომელიც თვითონ მიიღო და ამტკიცებდა, რომ ის ასახავდა სახალხო დაკვეთას და საქართველოს მოსახლეობის განწყობებს გამოხატავდა. თუ ასე მალე ვაყენებთ ასეთი ზარზეიმით მიღებულ კონსტიტუციას კითხვის ნიშნის ქვეშ არასწორია და დამატებით კითხვებს აჩენს. პლებისციტის ჩატარება იმაზე რაც ვიცით როგორ უნდა იყოს და კონსტიტუციაში გვიწერია ვეღარ ჯდება ლოგიკაში,“ - განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა