მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას არავინ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძის საპარლამენტო უმრავლესობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
"გუნდიდან არავინ მიდის, გუნდი ერთიანია",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.