„ნაციონალური მოძრაობის" და მოძრაობა „გაბედეს" წევრები ქუთაისიდან თბილისში აქციაზე დასასწრებად გამოემგზავრნენ

თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. „ნაციონალური მოძრაობის" და მოძრაობა „გაბედეს" წევრები თბილისში უკვე გამოემგზავრნენ.

მათი თქმით, შეუერთდებიან აქციას და მთავარი მოთხოვნის, პროპორციული არჩევნების დანიშვნამდე პროტესტი არ შეწყდება.

„ვუერთდებით აქციას - „ყველა ერთის წინააღმდეგ" და მოვითხოვთ დაპირებების შესრულებას. ვრჩებით თბილისში, ხვალ პიკეტირებაშიც მივიღებთ მონაწილეობას. კანონის ფარგლებში ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დაგვიბრუნებენ მოპარულ არჩევნებს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, აქციაზე ქუთაისიდან 200 ადამიანი გამოემგზავრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა