ირაკლი მეზურნიშვილმა და ლევან კობიაშვილმა კასპში საფეხბურთო სტადიონი გახსნეს

ქალაქ კასპში ევროპული სტანდარტების ფეხბურთის სტადიონი კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გახსნეს.

„ ათეული წლებია კასპის საფეხბურთო სტადიონი სარეაბილიტაციო იყო და შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აღარც უფროსების გუნდი „განთიადი“ ჰყავდა. საფეხბურთო სკოლაში, რომელიც ასევე სრულად გარემონტდა იზრდებიან პერსპექტიული ფეხბურთელები, თუმცა ადგილობრივი გუნდის არარსებობის გამო ყველა ვერ აგრძელებდა თამაშს სხვა გუნდებში.

სპორტსმენებმა და მაყურებლებმა უნიკალური საჩუქარი მიიღეს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ფეხბურთის ფედერაციის და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა“, - ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტადიონის გახსნა მაყურებელს მიულოცეს ლევან კობიაშვილმა, ირაკლი მეზურნიშვილმა (პროექტის ინიციატორი), შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, დეპუტატმა შოთა ყავლაშვილმა, ცნობილმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

„ეს დღე ნამდვილი სპორტული ზეიმი იყო, რომელიც თბილისის „დინამოს“ და კასპის „განთიადის“ ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩითა და ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა“, - აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა