მარნეულის პოლიციის დროებითი მოთავსების  იზოლატორთან, ორგანიზაცია  „ალტერნატივის"  აქტივისტებმა აქცია გამართეს

მარნეულის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, ორგანიზაცია „ალტერნატივის" წევრებმა და აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი აჭარიდან ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც ერთი კვირის წინ, თბილისში საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან ტრანსფარანტებით ,,ვერ შეგვაშინებ", ,,დასაბმელი ოცნება" და ,,სოლიდარობა პოლიტპატიმრებს" იყვენენ მისული. მათი განცხადებით, ელგუჯა ბაგრატიონი ისევე როგორც სხვა დანარჩენი პირები, რომლებიც საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს, პოლიტპატიმრები არიან და იზოლატორთან სწორედ მათდამი სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ.

ელგუჯა ბაგრატიონი 18 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს, მას სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს