ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაწარმი იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე ცალკე კუთხე დაეთმო აფხაზეთს, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია გამოიფინა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აფხაზური ღვინის და სამზარეულოს პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო აფხაზური აჯიკა, ჩაი, თაფლი, კოლხური ბზა და ხელნაკეთი ნივთები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ და საზოგადოების წინაშე კულტურული პროგრამით წარსდგნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი.

ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო