მამუკა მდინარაძე - როგორც აქამდე ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც - სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეეშალოს

როგორც აქამდე ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება პარლამენტის ხვალინდელი სხდომაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის გეგმას პარლამენტის პიკეტირების შესახებ. მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეეშალოს.

„ყველა სხვა შემთხვევაში როგორც ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც. სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ შენობის ბლოკირება მოხდეს და საქართველოს პარლამენტს მუშაობაში შეეშალოს ხელი.

ძალიან სამწუხაროა, რომ თავად ატყუებენ საზოგადოებას, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული ყველა ვერსია სპეკულაციურია და ატყუებს იმ ადამიანებსაც კი, ვინც გულწრფელად აპროტესტებს იმას, რა ფაქტიც დადგა უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. აქედან გამომდინარე, მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და უნდა გაიაზრონ ისიც, რომ თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს ამ კანონდარღვევას. მათ პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. დღეს საქართველოში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს და თუ კანონის ფარგლებს არ გასცდება ამ უფლების რეალიზება, ისინი ყველა მხრივ დაცული იქნებიან.

გვესმის სპეკულაციური განცხადებები. ნახეთ ალბათ, რომ ბოლო დღეებში გარდამავალი მესიჯი შეიმუშავეს, რომ სურთ არა ე.წ. გერმანული მოდელი, არამედ გერმანული მოდელის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა იურისტი, ვინც სუბიექტური არ არის, თანხმდება იმაზე, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი კონსტიტუციის შეუსაბამოა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნა არარელევანტური და სპეკულაციურია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა