ხულოს მერიამ ხანძრით დაზარალებულების დახმარების მიზნით შესაბამისი პროცედურები დაიწყო

ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხულოს მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაზარალებულებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება. ერთ-ერთი დაზარალებული შოთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ყურადღება ხულოს მერიისა და მთავრობის თავმჯდომარისგან დაუყოვნებლივ მიიღეს.

„დაზარალებულმა დღეს მერიაში განცხადება დავწერეთ, წარვადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რაც მერიამ, უშუალოდ ვახტანგ ბერიძემ და მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გაგვიწია. მათ ჩვენი გაჭირვება გულთან მიიტანეს და დახმარება იმ საღამოსვე აღმოგვიჩინეს“, - აღნიშნა შოთა მიქელაძემ.

დაზარალებული ოჯახები ხულოს მერიის მიერ ქირით უკვე უზრუნველყოფილნი არიან, მათ გაეწიათ სხვადასხვა სახის პირველადი დახმარება.

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში რამდენიმე დღის წინ 6 საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. საერთო ჯამში, დაზარალდა 7 ოჯახი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხულოს მერიამ ხანძრით დაზარალებულების დახმარების მიზნით შესაბამისი პროცედურები დაიწყო

ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხულოს მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაზარალებულებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება. ერთ-ერთი დაზარალებული შოთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ყურადღება ხულოს მერიისა და მთავრობის თავმჯდომარისგან დაუყოვნებლივ მიიღეს.

„დაზარალებულმა დღეს მერიაში განცხადება დავწერეთ, წარვადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რაც მერიამ, უშუალოდ ვახტანგ ბერიძემ და მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გაგვიწია. მათ ჩვენი გაჭირვება გულთან მიიტანეს და დახმარება იმ საღამოსვე აღმოგვიჩინეს“, - აღნიშნა შოთა მიქელაძემ.

დაზარალებული ოჯახები ხულოს მერიის მიერ ქირით უკვე უზრუნველყოფილნი არიან, მათ გაეწიათ სხვადასხვა სახის პირველადი დახმარება.

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში რამდენიმე დღის წინ 6 საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. საერთო ჯამში, დაზარალდა 7 ოჯახი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო