„ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის ოფისის კარზე მიმაგრებულ ცოცხზე, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის ფოტოები გააკრა

„ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის ოფისის კარზე მიმაგრებულ ცოცხზე, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო იმედაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფოტოები გააკრა.

ნინო იმედაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” ერთადერთი პასუხი შეუსრულებელ დაპირებებზე ცოცხია, რაც უნდა დასრულდეს.

„8 წელია „ქართული ოცნება" მართავს ქვეყანას და მათი უამრავი შეუსრულებელი დაპირების პასუხი ყოველთვის ცოცხია. ჩვენ სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურათს მივაკრავთ ამ ცოცხს, იმის სიმბოლოდ, რომ ის და მისი საცეცები, რომლებიც რუსთავშიც არიან, ძალიან მალე გაიცოცხებიან. ქართველი ხალხი არასოდეს არავის პატიობდა თავზე გადავლას, შეურაცხყოფას და ამდენ შეუსრულებელ დაპირებას”, - განაცხადა ნინო იმედაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, ცოცხი „ევროპული საქართველოს" ოფისის შესასვლელ კარზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის მხარდამჭეებმა გააკრეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე