გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს - გაფრთხილებთ, ნუ დაგვიწყებთ ტყუილა ჭიდაობას, არავის არ დაგაჭერინებთ -  თუ დარბევას გადაწყვეტთ, გაგვაფრთხილეთ

მთავარი პრობლემა რაც შეგვიქმნეს, მოგვტაცეს შეშა და კარვები და მოვუწოდებ ხელისუფლებას ამ იაფასიან ტრიუკებს თავი დაანებონ, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭიჭინაძის ქუჩაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შესასვლელთან ცოტა ხანში დაიწყება პიკეტირება და მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"გაფრთხილებთ, ნუ დაგვიწყებთ ტყუილა ჭიდაობას, არავის არ დაგაჭერინებთ. თუ დარბევას გადაწყვეტთ, გაგვაფრთხილეთ", - მიმართა ვაშაძემ სამართალდამცველებს.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები გიორგი ვაშაძესთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩაზე დგანან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა