ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის პროცესს დღეს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნენ.

იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და "აი გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია "აი გრუპი“ აშენებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს.

"საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა