“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელიდან პოლიციელებმა აკაკი ბობოხიძის მანქანა გაიყვანეს

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელიდან, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ პიკეტირებული, ამავე პარტიის წევრის, აკაკი ბობოხიძის მანქანა პოლიციელებმა გაიყვანეს.

“ინტერპრესნიუსს” ოთარ კახიძემ განუცხადა, რომ მანქანაში კასრები იდო. მისივე თქმით, უცნობია, საიდან ჰქონდა პოლიციას ეს ინფორმაცია.

მანქანას, რომელიც პარტიის ინფორმაციით, აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის, პოლიციელებმა წრე შემოარტყეს, საბარგული გახსნეს და კასრების აღმოჩენის შემდეგ ტერიტორიიდან გაიყვანეს. პოლიციის ამ ქმედებას აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა