გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო,  თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 26 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოდავის I, II ქუჩების, ასპინძის I, II ქუჩების, ახალი არსენალის II ქუჩის, ახუთის, ნინო და კალისტრატე სალიების, პაატა სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, გუმათის, ლამის, ძეგამის, ხრამჰესის, ბოდავის და დავით ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის, ჯანაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულრიფშის, რევაზ ურიდიას, კამალოვის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, კიკნაძის, ვასილ თამარაშვილის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კალიუჟინის, კობალაძი, მიქატაძის და დობროლიუბოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ძოწენიძის და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ნადარეიშვილის და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, გორგასლის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა