მიხეილ ჩხენკელი და იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრს, ჰაგიუდა კოიჩის შეხვდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.„ჰაგიუდა კიოჩიმ მიხეილ ჩხენკელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მათ შორის ქართველი მეცნიერების, პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შემუშავების კუთხით. იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ჰაგიუდა კოიჩიმ ხაზი გაუსვა იაპონიაში ქართული ღვინისა და ქართველი სპორტსმენების - მორაგბეების, ტოჩინოშინისა და გაგამარუს პოპულარობას.მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აქტიური თანამშრომლობით, მხარეები სამომავლოდ მრავალ პროექტს განახორციელებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა