რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას დაშავებულებს შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილია

რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავებულებს შორის ერთი „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილია.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვასილ დაბრუნდაშვილი წაიქცა და ხელის ტრავმა მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთი ადამიანი „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“ და ორი - ინგოროყვას კლინიკაში.

„ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას დასველდა და დღეს დილით, სხეულის გადაციების გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი, პარლამენტთან იპოვეს, ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ მამაკაცთან მიმართებაში ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება.

„ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები”, - განმარტავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა