ლევან იოსელიანი „ქართულ ოცნებას“ - როდემდე უნდა იარონ დეპუტატებმა კურდღლებივით თავიანთ სამუშაო ადგილას და როდემდე ჩაატარებთ სხდომებს „რობოკოპების“ ქვეშ?

„კითხვა მინდა დავუსვა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - ნუთუ გიღირთ თქვენი მოქალაქეების დასახიჩრება იმად, რომ ეს ტყუილები და გადაგდება გააგრძელოთ?“ - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რასაც სჭირდება განმუხტვა და ეს მხოლოდ ხელისუფლების დათმობაზე წასვლით და არა პროცესის ესკალაცითაა შესაძლებელი.

„მინუს ხუთ გრადუსში ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ასხა ცივი წყალი და დაარბია თავისი მოქალაქეები, რის გამოც ერთი ადამიანი გადაციების გამო საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორეს თვალი აქვს დაზიანებული და ექიმები მისი თვალის გადარჩენას ამ წუთებში ცდილობენ. კითხვა მინდა დავუსვა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - ნუთუ გიღირთ თქვენი მოქალაქეების დასახიჩრება იმად, რომ ეს ტყუილები და გადაგდება გააგრძელოთ, როდემდე უნდა იარონ პარლამენტის წევრებმა კურდღლებივით თავიანთ სამუშაო ადგილას და როდემდე ჩაატარებთ პარლამენტის სხდომებს რობოკოპების ქვეშ? სახეზეა ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რასაც სჭირდება განმუხტვა და ეს შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების დათმობაზე წასვლის გზით და არა პროცესის ესკალაციით, რასაც კალაძე თავისი განცხადებებით უწყობს ხელს. პოლიტიკოსები ასეთი ტერმინებით არ საუბრობენ მით უფრო, როცა მორალური უპირატესობა საზოგადოების და ოპოზიციის მხარესაა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა