არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში არსებობს ფორმატები და მზადყოფნა, აზრის დასაფიქსირებლად.

„მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას იმისთვის, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები იქნას მიღებული.

„გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ეხება პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რეგიონებსა თუ დედაქალაქში - ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან. პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობის ფარგლებში, ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული და მეორე მხრივ იმ მოქალაქეების ინტერესებიც, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას, იქნება ასევე განუხრელად დაცული. ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. არ დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს მოლოდინი, რომ პოლტიკური პროცესი იქნება პარლამენტში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის