ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში „ქუთაისის წიგნის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალზე გამომცემლობა „პალიტრა L-ის" სიახლეები და სხვადასხვა სერიული და არასერიული წიგნები იყო წარმოდგენილი.

„პალიტრა L-ის" ინფორმაციით, ფესტივალზე მკითხველებმა 80%- იანი ფასდაკლებითაც ისარგებლეს.

„ძალიან მიხარია, რომ ქუთაისში ჩატარდა წიგნის ფესტივალი, ჩემს შვილს ძალიან უყვარს კითხვა, აქტიურად ეცნობა მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად, თავად აარჩია სამი წიგნი: „საოცნებო მშობლები“, „თეთრი ბაირაღები“ და „გიკი გოგო“.

ჩემთვისაც შევიძინე ძალიან კარგი ფასდაკლებით წიგნები და ვისურვებდი, ხშირად იმართებოდეს წიგნის ფესტივალი ქუთაისში,“- განაცხადა მკითხველმა, ეკა ლომიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისელ მკითხველს „გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდნენ.

„ნანი მანველიშვილი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულია. კონკურსის ფარგლებში, მისი რომანი „ოდისევსის სინდრომი" ხალხის რჩეული გახდა. რომანში იგი აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციაზე წერს. ეს თემა ქუთაისელი მკითხველისათვის ახლო აღმოჩნდა. მოსულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ემიგრირებულიც იყო და ავტორისგან ნაწარმოების ფაბულაზე საუბარი მისთვის ემოციური აღმოჩნდა.

რაც შეეხება, ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულმა მკითხველს ლექსების კრებული - „შავი ფურცელი" წარუდგინა და იქვე, რამდენიმე ლექსიც წაიკითხა.

მოსული სტუმრებისთვის, თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე" კარგად ნაცნობი იყო. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ავტორთან ერთად ემსჯელათ რომანში წამოჭრილ მთავარ თემებსა და თანამედროვე საზოგადოების მანკიერ მხარეებზე.

საღამო ავტოგრაფების აღებითა და ავტორებთან ფოტოების გადაღებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე "დიდი ლიტერატურული ტურნეს" ფარგლებში, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულები ქუთაისსა და სხვა რეგიონებში მკითხველს შეხვდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა