გია ვოლსკი - მე ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია

ვფიქრობ, რომ პროპორციული არჩევნები მაინც გამოსავალია ქვეყნისთვის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, ვინაიდან ქვეყანა არ წასულიყო დაშლისკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც უნდა ვერიდოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დესტრუქციული განცხადებები და ქმედებები ოპოზიციამ 24 ივნისიდან დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების შესახებ თანხმობა განაცხადა.

„დესტრუქციული ქმედებების კულმინაციამ მიაღწია იმ დროს, როცა ჩვენ ვიხილავდით მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო პროექტი, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა. მაშინ მე არათუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვანწილად დავეთანხმე იმ კოლეგებს და მეგობრებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანებთან, ამ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის სტაბილურობას დააზიანებდა. მე ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უხერხულობა არსებობს, პარლამენტი პოლიციით რომაა გარშემორტყმული.

„აქ ჟურნალისტებმა მკითხეს, გიქმნით თუ არა უხერხულობას ის, რომ პოლიციით არის გარშემორტყმული საკანონმდებლო ორგანოო. რასაკვირველია, ეს უხერხულობა არსებობს, მაგრამ ეს არის ნამცეცი იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიძლება შეექმნას სახელმწიფოს, თუკი მუშაობას არ გავაგრძელებთ ჩვენ და სახელმწიფო სტრუქტურები.

კიდევ ერთ თემას შევეხები, ბიუროსთან მოსვლის თემები იყო დღის წესრიგში. ჩემი ბიუროს კუთხეში, 2004 წელს, 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პირველი შეძახილისთანავე პოლიციას და მეორე კუთხეში საკონტროლო გასროლით მოკლეს. ეს მინდა შევახსენო ახალგაზრდებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა