კობა ნარჩემაშვილი „ქართულ ოცნებას“ - არც თქვენი დღის წესრიგით მინდა ვიცხოვრო და არც „ნაციონალური მოძრაობის“

არც თქვენი დღის წესრიგით მინდა ვიცხოვრო და არც „ნაციონალური მოძრაობის“, არა ვადამდელი, არამედ გეგმური არჩევნების პირობებში, იმედი მაქვს, ადამიანებს ექნებათ არჩევანის საშუალება, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

როგორც ის ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნოს ქვეყანაში.

„ვადამდელი არჩევნები სწორედ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია. რატომღაც ასეთი განცდა მაქვს, რომ ზუსტად იმ არჩევნებზე, თქვენც და „ნაციონალურ მოძრობასაც“ გინდათ ზუსტად ის განიცადოს და იგრძნოს ქართველმა ამომრჩეველმა, რა განცდაც მე დღეს დილით მქონდა - მოვსულიყავი თუ არ მოვსულიყავი. ასე გინდათ, როცა მივა ამომრჩეველი, იქ მხოლოდ ორი ძალა იყოს შემოსახაზი. ვისთვისაც ორივე მიუღებელია, მათ უბრალოდ თქვან, რომ იქ არ არის მათი არჩევანი და არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ის ურჩევს მმართველ პარტიას, რომ დააინიციროს დადგენილების პროექტი ან უკვე ჩაგდებულ დადგენილებას დაუჭიროს მხარი.

„ჩემი კოლეგებისგან მოვისმინე ძალიან მძიმე დახასიათება „ნაციონალური მოძრაობის“. რა გიშლით ხელს, რომ დააინიციროთ დადგენილება ისეთივე ან იმ დადგენილებას დაუჭიროთ მხარი, რომელიც ერთხელ ჩააგდეთ. რა გიშლით ამის გაკეთებისას ხელს. ხალხი მაშინ დაიჯერებს და გენდობათ. ხომ არაფერი გიშლით ხელს. 113 კაცი ხომ არ სჭირდება, გაცილებით ნაკლები სჭირდება. გვიან იყოს სჯობს, ვიდრე არასდროს,“ - აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა