SS.ge-ს მისამართების ბაზას 6268 სოფელი და ქუჩა დაემატა, იპოვე უძრავი ქონება მთელ საქართველოში უფრო მარტივად

SS.ge პლატფორმის განვითარებასა და გამარტივებას განაგრძობს. 2019 წელს განხორციელებული არაერთი ცვლილების შემდეგ, ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ მომხმარებლებს კიდევ რამდენიმე სიახლე შესთავაზა.

6268 აღრიცხული სოფელი და ქალაქი

უძრავი ქონების პლატფორმებზე სოფლებში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და სახლების პოვნა ყოველთვის პრობლემატური იყო. SS.ge-ის მიერ ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ კი ვებ-გვერდზე 6268 სოფლისა და ქუჩის მონაცემები განახლდა და დაემატა. შესაბამისად, თუნდაც თბილისის მიმდებარედ აგარაკის მაძიებლებს სოფლებისა და დაბების დასახელებების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ან სახლის მოძებნა უფრო მარტივად შეუძლიათ.

ქუჩების განახლებული სია

ხანდახან ძიებისას გაუგებრობას ქუჩების დასახელებებიც ქმნის. საძიებო ველში ქალაქის უბნის მითითების შემდეგ, პროგრამა ქუჩის ჩაწერასაც გვთხოვს, რაც შეიძლება, ჩვენთვის გარკვეულ სირთულესთან იყოს დაკავშირებული. SS.ge-ს მიერ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ კი ეს პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა