მამუკა მდინარაძე - საქართველოში არასდროს დადგება ის დრო, როდესაც „ნაცმოძრაობის“ და მათი დანაყოფების გადასაწყვეტი იქნება რომელიმე საკითხი

პარლამენტი საქმიანობას გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში, სამართალდამცავი ორგანოები გააგრძელებენ თავის საქმეს და არასდროს დადგება ის დრო საქართველოში, როცა „ნაცმოძრაობის“ და მათი დანაყოფების გადასაწყვეტი იქნება რომელიმე საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რამდენჯერაც სცადა პლენარული სესიის ჩაშლა და პარლამენტის ბლოკირება, იმდენჯერ „წააგეს იმ შერკინებაში, სადაც აბსოლუტურად ძალით გააჩინეს ქარიშხალი ჭიქაში." მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გარკვეული უხერხული მომენტი იქმნება, „მაგრამ ეს ნამცეცია იმასთან შედარებით, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნება“.

„არ იმოქმედებს არც მათი უპასუხისმგებლო ქცევები ქუჩაში და არც ბოკერიას მუქარები, რომელიც იყო პოლიციელის მიმართ. ძალიან ცუდი კადრები ვნახეთ, აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის რეაქცია პოლიციელის პრინციპულ, ძლიერ და ჰუმანურ მოქმედებაზე. ეუბნებიან პოლიციელს, რომ იმახსოვრებენ, რაც არ უნდა დაიმახსოვრონ, არასდროს დადგება ის დრო საქართველოში, როცა „ნაცმოძრაობის“ და მათი დანაყოფების გადასაწყვეტი იქნება რომელიმე საკითხი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა