იტალიის ელჩი ილია მეორეს - თქვენ ღვთის კაცი და სულიერი ლიდერი ბრძანდებით და როცა საუბრობთ, შეგვახსენებთ, რომ პოლიტიკის უკან არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან

თქვენ, როგორც სულიერმა ადამიანმა და ბრძენმა პიროვნებამ, შეგვახსენეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს დიალოგით, მოლაპარაკებებით, - ამის შესახებ იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ საქართველოს პატრიარქისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ, რომ მოგვეცა თქვენთან შეხვედრის საშუალება. იტალია, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებული ევროკავშირისა და საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს და მომავალშიც დავუჭერთ. თქვენ ღვთის კაცი და სულიერი ლიდერი ბრძანდებით და როცა საუბრობთ, შეგვახსენებთ, რომ პოლიტიკის უკან არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან. თქვენ, როგორც სულიერმა ადამიანმა და ბრძენმა პიროვნებამ, შეგვახსენეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს დიალოგით, მოლაპარაკებებით. ჩემი მანდატი მალე იწურება და ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა მოგახსენოთ ჩვენს საელჩოსა და საპატრიარქოს შორის არსებული ურთიერთობებისთვის” , – განაცხადა იტალიის ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა