თინა ბოკუჩავა - თუ კალაძე მართლაც გადაწყვეტს ფსევდოდამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნას, ეს ისევ და ისევ ივანიშვილის დავალებით მოხდება

თუ კალაძე მართლაც გადაწყვეტს ფსევდოდამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნას, ეს რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ივანიშვილის დავალებით მოხდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ვინ დაიჯერებს კახა კალაძის პოლიტიკურ ამბიციებს?! თუ მართლაც გადაწყვეტს ფსევდოდამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნას, ეს რა თქმა უნდა, იქნება ისევ და ისევ ივანიშვილის დავალებით, იმიტომ, რომ ივანიშვილსაც უკვე კარგად ესმის, რომ "ქართული ოცნება" არის სრულად გაბანკროტებული პოლიტიკური ძალა და ეცდება, რომ ხელოვნურად შექმნას სხვა ფსევდოოპოზიციური პარტიები", - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე, კალაძეს ვიხილავთ ოპოზიციაში, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ "თუ ასე გადაწყვეტს ივანიშვილი, მაშინ ვიხილავთ“.

„ივანიშვილის გარეშე არც ერთ "ქართული ოცნების" წარმომადგენელს არ ეყოფა იმის გამბედაობა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა