რამაზ საყვარელიძე - ფაქტია, რომ აქციების მუხტი შედეგს არ იძლევა

პიკეტირება რამდენად ეფექტურია, მე მგონი, ჩანს. ფაქტია, რომ მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს პიკეტირება, არ ცვლის თავის გეგმებს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტის უკვე ორჯერ პიკეტირებისა და „მესამე სერიის“ დაანონსების საკითხზე კომენტირებისას განუცადა.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია სხვა გზას მოძებნის, რადგან მისივე თქმით, ყველაფერს აქვს თავისი ვადა.

„პიკეტირება რამდენად ეფექტურია, მე მგონი, ჩანს. ფაქტია, რომ მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს პიკეტირება, არ ცვლის თავის გეგმებს, შესაბამისად, პიკეტირება ამ მხრივ არ არის ეფექტური. თვითონ საპროტესტო განწყობის მქონე ხალხში ეს ემოციური მუხტი პიკეტის დროს იზრდება, მაგრამ აქციების მუხტი ფაქტია, რომ შედეგს არ იძლევა. ყველაფერს აქვს თავისი ვადა. გავიდა ამდენი ხანი, ფაქტია, რომ ეს გზა არ არის შედეგიანი. ბუნებრივია, უკეთესი იქნება სხვა გზის მოძებნა, მათ შორის ისეთი გზა, სადაც ხელისუფლება უფრო ადვილად წამოვა დათმობებზე, იგივე მოლაპარაკებების გზა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამ აქციებს მისთვის საფრთხისშემცველად არ აღიქვამს.

„ქართული ოცნების“ რიტორიკაში პრაქტიკულად, ყველაფერი უცვლელია და ამდენად, მათ მიმართ მიმართული აქციები არ შეიძლება ჩაითვალოს შედეგიანად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს აქციები, როგორც ჩანს, არ არის სერიოზული საფრთხისშემცველი“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა