რეგიონული განვითარების სამინისტრო - ქუთაისი უწყვეტ წყალმომარაგებაზე, ეტაპობრივად, წლის ბოლოდან გადავა

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. შესრულებულ სამუშაოებს მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკატერინე გალდავასთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

უწყების ცნობით, ახალი ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა და ქალაქი უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა. პირველ ეტაპზე, დამატებით 45 000 ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით დეკემბერში იქნება უზრუნველყოფილი. იანვარში უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის 65%, თებერვალში 85 %, ხოლო მარტში ქალაქის 100 % ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში აშენდა რეზერვუარები - გოდოგანზე 2, ხოლო მუხრანში 1 და 3 სატუმბი სადგური. მოეწყო 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და შიდა გამანაწილებელი ქსელი (200 კმ).

თავდაპირველ პროექტს კორპუსების შიდა ქსელებისა და რამდენიმე დასახლების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაემატა, რის გამოც სამუშაოების მოცულობა გაიზარდა და გადაიწია მშენებლობის დასრულების ვადამ. მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და პროექტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ქალაქის რამდენიმე დასახლებაში წყალმომარაგების ქსელების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, განახლდა საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული, შიდა ქსელები. ასევე, კომპანია, წყლის რაციონალური მოხმარების მიზნით, მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრები 15 000 აბონენტის გამრიცხველიანებასაც უზრუნველყოფს.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 92 მილიონი ლარი მოხმარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს