ბავშვთა უფლებების თემაზე ჰაკათონი გაიმართება

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰაკათონი ტარდება. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ჰაკათონის მიზანი ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების ციფრული გადაწყვეტების წახალისებაა. ჰაკათონი სახელწოდებით „დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“ ისეთი ახალგაზრდების გაერთიანებას ცდილობს, რომლებსაც აქვთ იდეები, აინტერესებთ ტექნოლოგიები, და სჯერათ, რომ ინოვაციურ პროექტებს ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს კოდის წერის, დიზაინზე და ტექსტებზე მუშაობის უნარი. ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩაერთონ კონკურსში როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჰაკათონის დაწყების წინ გუნდებს მიეცემათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემა, რომელსაც 36 საათის განმავლობაში ციფრული გადაწყვეტა უნდა მოუძებნონ. სამი საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნება, დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით: Apple Watch, AirPods, iPad Mini

რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირება მონაწილეობის მსურველებს ამ მისამართზე შეუძლიათ: http://hackoutsidethebox.demlab.ge/

ჰაკათონი გაიმართება 7-8 დეკემბერს, გამარჯვებულები კი 17 დეკემბერს გამოვლინდებიან. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.

ჰაკათონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა გუნდს ჩაუტარდება ტრენინგი და დაურიგდება შესაბამისი მასალები, სადაც მოცემული იქნება საკითხთან დაკავშირებული გამოსადეგი ინფორმაცია და მონაცემები. ინოვაციური გადაწყვეტის მომზადებაში გუნდები გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მიერ ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის, (MICS) მონაცემებს გამოიყენებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა