საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაში მიიღო მონაწილეობა

26-27 ნოემბერს, კიევში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესია გაიმართა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის კომიტეტებზე იმსჯელეს მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და გამოწვევებზე.

გიორგი მოსიძემ კოლეგებს, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

კომიტეტების სხდომებზე ბალტიის, ნორდიკის, ვიშეგრადისა და ბენელუქსის ქვეყნებთან სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

მასპინძელი მხარის მოწვევით, საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანელმა, ამერიკელმა და უკრაინელმა ექსპერტებმა.

პლენარულ სხდომაზე დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის რადას თავმჯდომარემ დიმიტრი რაზუმკოვმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებმა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა, იანის ვუცანსმა.

გიორგი მოსიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე სუამ-ის ოთხივე წევრ ქვეყანაში არსებულ გაყინულ კონფლიქტში, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას.

თემატურ პანელებზე ოკუპირებული ტერიტორიების, ტერიტორიული მთლიანობის და რეგიონული საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ბენაშვილმა, რეგიონში კიბერუსაფრთხოების თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა.

საპარლამენტო ასამბლეაზე ხაზი გაესვა სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოს შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს. ასევე, ხელი მოეწერა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეებს შორის 2020-2023 წლებში თანამშრომლობის ერთობლივი პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები გია ბენაშვილი და გიორგი კოპაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები