პარიზში, საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის საშობაო გალა-კონცერტში 4 ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის საშობაო გალა-კონცერტი, 5 დეკემბერს ექსკლუზიურად მარსელ დასოს სასახლეში პარიზში, შანზელიზეზე გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდ ტალანტია.

„საზეიმო საღამო ტრადიცულად მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით იმართება. წელს კი კონცერტი მიეძღვნება ქალბატონი Nicole Dassault-ს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანისტები, რომლებიც ფონდ SOS Talents -ის ლაურეტები არიან.

ყოველ წელს შანზელიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი - ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალა - კონცერტს მასპინძლობს. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის - ლეგენდარული მარსელ დასოს ოჯახი – სერჟ და ნიკოლ დასოები მუსიკის სიყვარულით გამოირჩევიან და წელსაც კონცერტზე ტრადიციულად ევროპულ მაღალ საზოგადოებას მიიღებენ. დასოების ოჯახი საფრანგეთში ფლობს საავიციო რაფალებს, ასევე გაზეთს “ფიგარო“.

რაც შეეხება ფონდი SOS Talents-ს ის 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.

საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის - ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.

ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური თუ მუსიკალური შესაძლებლობები.

ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს