საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე დღეს ევროპარლამენტში დისკუსია გაიმართება

ევროპარლამენტში, პლენარული სესიის ფორმატში დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაიმართება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დისკუსია შეეხება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ უკან წაღებულ დანაპირებს. მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატები დისკუსიისას საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არსებული ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს.

„დებატები ეხება საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. პირველ რიგში, ეს არის უკან წაღებული დანაპირები პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ის განცდა, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, რომ ივანიშვილი აპირებს გადაიფორმოს ხელისუფლება საარჩევნო სისტემის მანიპულირებით. ამასთან დაკავშირებით იქნება ჩემი შეხვედრაც ევროპარლამენტარებთან და ასევე იქნება მოწოდებები, რომ ჩიხიდან იყოს გამოსავალი მოძებნილი და გამოსავალი არის ერთადერთი, შეთანხმება საარჩევნო რეფორმასა და ჩვენს მიერ შეთავაზებულ „გერმანული მოდელის“ წინადადებაზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან. „ევროპული საქართელოს“ ლიდერის თქმით, განვითარებულმა პროცესებმა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯი უკვე სერიოზულად დააზიანა.

„ჩვენი მეგობრები, ევროპარლამენტარები საუბრობენ საქართველოს თემაზე, გამოხატავენ შეშფოთებას და ამას თუ არ ითვალისწინებს ხელისუფლება, აბა რა უნდა გაითვალისწინოს? აქ არიან ჩვენი კეთილისმსურველები, რომლებიც არიან შეშფოთებულები. დისკუსიის გამართვას ამ თემაზე ისევე, როგორ დეკემბერში სავარაუდოდ, რეზოლუციის მიღება მიუთითებს, რომ არის სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის მთავრობის მიერ. მე ვიცი, რომ ბევრს აქვს ცდუნება თავისი დესანტი გადმოსხას, რომელიც ტყუილებს მიაწოდებს ევროპარლამენტარებს. ყველა ეს ტყუილი არის მოკლეფეხებიანი. ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩვენთან რა ხდება, ამიტომ ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იქნება თუ ამას გაითვალისწინებს, მიიღებს იმ შეთავაზებას, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ამის შედეგად გამოიყვანს ყველას პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა