ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქ. ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილემ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის სრულყოფილი იმპლემენტაციის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყის მდგრადი მართვის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულ და ეფექტიან შესრულებას ხელს შეუწყობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა