სიღნაღის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაო დეტალებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

გიორგი გოგილაშვილის განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელთა მონიტორინგსაც აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობამ დროულად ისარგებლოს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით და განხორციელებული სამუშაოების შედეგად მიღებული სარგებელი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს,“ - აღნიშნა გიორგი გოგილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო