ანრი ოხანაშვილი -  როცა  დეპუტატს უზღუდავენ გადაადგილების,  საქმიანობის  საშუალებას,  ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს არის დასჯადი ქმედება

როცა დეპუტატს უზღუდავენ თავისუფალი გადაადგილების, საქმიანობის განხორციელების საშუალებას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს არის დასჯადი ქმედება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გურამ მაჭარაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს და აღნიშნა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელიც ცივილური გამოხატვის ფარგლებს სცილდება.

დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებების ფონზე რთულია დიალოგისთვის რესურსი მოინახოს.

"უკვე მეორედ მოხდა ფაქტი - ერთ შეთხვევაში მერაბ ქვარაიას, მეორე შემთხვევაში კი გურამ მაჭარაშვილს არ მისცეს პრესკონფერენციის ჩატარების შესაძლებლობა. აზრის და გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. თუკი ვინმეს არ მიაჩნია ბატონი გურამის ან ბატონი მერაბის პოზიცია სწორად, შეუძლიათ გააკრიტიკონ, ეს შეიძლება გამოხატონ ხმამაღლა, ხმაურით, მაგრამ როცა ისინი უზღუდავენ თავისუფალი გადაადგილების, მისი საქმიანობის განხორციელების საშუალებას დეპუტატს, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს არის დასჯადი ქმედება და ამ ყველაფერზე შესაძლებელია მოხდეს სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს დღეს მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს და ის პრესკლუბიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. ანალოგიური მოხდა გასულ კვირას მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას შემთხვევაშიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა