აჭარაში გიდების ტრენინგები თემით -  „ბათუმი კინოში“ გაიხსნა

ბათუმის, როგორც კინოგადაღებებისთვის საინტერესო ქალაქის ისტორიით გაიხსნა ტრენინგების პირველი დღე აჭარაში მოქმედი გიდებისთვის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგის თემა, რომელიც გიდებს ქალაქის კინოტურისა და მარშრუტის დაგეგმვაში დაეხმარება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მათთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავა. გარდა ამისა, საშემოდგომო ტრენინგებისას ისინი თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან, როგორებიცაა ბათუმის ცნობილი შენობები, აივნები, ეზოები, ქალაქთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები და მათი ისტორიები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ქალაქის ტური გახდეს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. ამიტომ გიდებთან კონსულტაციის შედეგად ჩვენ შევკარით საშემოდგომო სატრენინგო კურსი, რომელიც მოიცავს ქალაქის მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ თემებსა და საკითხებს. ეს თემები ერთის მხრივ საშუალებას მისცემს გიდებს ინდივიდუალურადაც განავითარონ ბათუმის ტური და ტურისტებთან უფრო საინტერესოდ წარმოაჩინონ ჩვენი ქალაქი. მეორეს მხრივ კი, უკვე ჩვენ ვგეგმავთ სახელმძღვანელოს გამოცემას, სადაც ბათუმის სხვადასახვა თემატიკის ტურები ერთად იქნება თავმოყრილი, რაც დამწყებ გიდებს დაეხმარება საინტერესოდ დაგეგმონ ქალაქის ექსკურსიები,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებზე დასწრება გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 8 დეკემბრამდე შეუძლია. სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები უფასოა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა