მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პანკისში დაპირისპირება, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, ჰესებს უკავშირდება

ეს კონფლიქტები გამომდინარეობს ჰესებთან დაკავშირებით, მაგრამ უშიშროება და სუს-ი სულ ქისტებში წყლის ამღვრევაში არიან, - ასე გამოეხმაურა პანკისში განვითარებულ მოვლენებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მაჩალიკაშვილის თქმით, პანკისი ხელისუფლებამ ქისტების სისხლით მორწყო.
"აქაური მიწა მთავრობამ ქისტების სისხლით მორწყო. აი, ეს არის ფაქტი და მე მგონი, შემდგომშიც ასე გაგრძელდება, სანამ ეს მონსტრები გვეყოლება სათავეში, სანამ პანკისის კონტროლს არ დაანებებენ თავს ძალოვანი სტრუქტურები. ეს კონფლიქტები გამომდინარეობს ჰესებთან დაკავშირებით. პანკისის ხეობა იყო ძალიან მშვიდი და წყნარი რეგიონი და დღესაც ასე რჩება, მაგრამ უშიშროება და სუს-ი სულ ქისტებში წყლის ამღვრევაში არიან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა, რომელიც პანკისში იმყოფება.
ცნობისთვის, პანკისში დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.

























