ახმეტის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაჭრილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ახმეტის კლინიკის დირექტორის გიორგი უძილაურის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაჭრილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ახმეტის კლინიკაში დღის პირველ ნახევარში სამი პირი შემოიყვანეს. აქედან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. ერთ-ერთს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან გაეწერა. კიდევ ერთ დაჭრილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მუცლის წინა კედლის არეში აღენიშნებოდა. ჩატარდა ოპერაცია, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა უძილაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა