პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავების ინფორმაციით, დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ

პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავების ინფორმაციით, დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს ახმეტის კლინიკასთან განუცხადეს, სადაც მუთოშვილი პანკისიდან მიიყვანეს.

„მუთოშვილს რომ მოხვდა...პოლიციელები მისულები იყვნენ, გაჩერდითო და იმ მომენტში მოხვდა იარაღი“, - აცხადებს მოკლულის ერთ-ერთი ნათესავი, რომელმაც დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ პოლიციელები მომხდარის თვითმხილველები არიან.

ჟურნალისტების კითხვაზე, პანკისში დაპირისპირებისა და გარჩევის შესახენ იცოდა თუ არა პოლიციამ, მუთოშვილის ნათესავი პასუხობს:“პოლიციამ ყველაფერი იცოდა“.

სხვა კომენტარი მათ ჟურნალისტებთან არ გაუკეთებიათ.

„ქისტები ვართ და ჩვენ საქმეს მოვაგვარებთ ჩვენი ადათებითა და წესებით“, - განაცხადეს მოკლულის ნათესავებმა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს