ანონსი  28 ნოემბერი

28 ნოემბერს, 08:30 საათზე, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტთან შეიკრიბებიან, რის შემდეგადაც, იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება

28 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

28 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N312 (C კორპუსი, III სართული)

28 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „მოქსში“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინის ოფისებთან ერთად, მართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე: ჯანსაღი და აქტიური დაბერება.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე, კომუნიკაციის ანალიტიკოსი 577 211 300

28 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბიზნესგაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიხსნება.

მის: სასტურმრო „რამადა ენკორ თბილისი“, ალ. ყაზბეგის N15

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი, 598 544 415

28 ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ლიდერების ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ინიციატივა სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმების შესახებ. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გორის მაჟორიტარ დეპუტატს იოსებ მაკრახიძეს ამხელს. ალეკო ელისაშვილი გორის მოსახლეობას მაჟორიტარის საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს.

მის: გორი, ჯორბენაძის ქუჩა 37. "წმინდაწყლის" აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო: 599 85 47 22

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ თბილისის წიგნის დღეებს უმასპინძლებს.

მის: ექსპოჯორჯია, მე-11 პავილიონი

საკონტაქტო: მარიამ ცაიშვილი - 599550240; თამარ მანჯავიძე - 599226505

28 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ორგანიზაცია „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: პატიმრების კვების 70-ზე მეტ მილიონიანი ტენდერის ირგვლივ არსებული კორუფციული ფაქტები და მტკიცებულებები. ამასთან, ადვოკატი წარადგენსკორუფციის დამადასტურებენ მტკიცებულებებს და ხვალვე შეიტანს პროკურატურაში განცხადებას ჩინოვნიკების მხრიდან დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლები, ამხანაგობა „ბაკურიანი-დიდი მიტარბი“-ს წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან მშვიდობიან საპროტესტო აქციებს გამართავენ.

საკონტაქტო: 592 016 555 სვეტლანა თვაური

28 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში პოლონური დღეების ინაუგურაცია გაიმართება.

პოლონური დღეების ინაუგურაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართავს კაროლინა ზარება, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი.

მის: პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო, ო. ონიაშვილის ქუჩა #24.

საკონტაქტო: 599 718335 გვანცა გრიგალაშვილი.

28 ნოემბერს, 17:50 საათზე, თიბისი კაპიტალი FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზს წარადგენს.

მის: პეტრე ქავთარაძის 1, City Mall, II სართული

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, კანტის აკადემიის 150-მდე სტუდენტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემები იქნება: ქვეყნის ბიზნეს განვითარების პოტენციალი, ანაკლია სმართ სითი და მისი ონოვაციური მართვის სისტემები.

მის: ინოვაციების ქ. #7

საკონტაქტო: 577177517 ელენე გამეზარდაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა