წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა

წალენჯიხის სოფელ ფოცხო ეწერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

რაც შეეხება დაშავებულებს, მერის ინფორმაციით, ერთი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენებს სამადიცინო დახმარება არ დასჭირდათ. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული, შესაბამისი კვლევები უტარდება.

მედიკოსების ცნობით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა