პარლამენტის შესასვლელები პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი

პარლამენტის მიმდებარე - ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.

ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაადგილება კი თავისუფლადაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დღეს 08:30 საათიდან პარლამენტთან, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებას, 09:00 საათიდან კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.

ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

პარლამენტში დღეს 10:00 კომიტეტების სხდომები, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომაა ჩანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა