აქციის მონაწილეები, რომლებიც დილიდან ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ, პარლამენტთან მისვლას ალტერნატიული გზებით ცდილობენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც დილიდან ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ, პარლამენტთან მისვლას ალტერნატიული გზებით ცდილობენ.

ამ წუთებში ისინი ინგოროყვას ქუჩის გავლით, რუსთაველზე გასვლას ცდილობენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლას შეეცდებიან, თუმცა ინგოროყვას ქუჩაც პოლიციას ჩაკეტილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებულებს პარლამენტთან მისვლა და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ჩაკეტვა სურდათ, თუმცა აღნიშნულ ქუჩაზე პოლიციას რკინის ჯებირები აქვს განლაგებული, უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები კი თავად აქვს გადაკეტილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა