ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტომობილის აალების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა ბადრი დარასელიამ განუცხადა, გარდაცვლილი ჭითაწყარის მკვიდრი 45 წლამდე მამაკაცია. მისივე ინფორმაციით, ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც აალდა. ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა