გიგი უგულავა - ეს პარლამენტი ღირსია, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს მთელი სამთავრობო კვარტალი,  „გეტოდ“ აქციეს

ეს პარლამენტი ღირსია, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს მთელი სამთავრობო კვარტალი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს პოლიციამ გააკეთა ხალხის გასაკეთებელი საქმე და მოაწყო პარლამენტის რკინის ჯებირებით პიკეტირება.

„გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ მატყუარა არსებამ, ივანიშვილი მყავს მხედველობაში, აღიარა, რომ ის ვითომ ამბოხი სინამდვილეში არანაირი ამბოხი არ ყოფილა და წინასწარ განსაზღვრული მზაკვრობა იყო. მან დაგეგმა და მანვე შეასრულა. გუშინ ის თავგამოდებით იცავდა მაჟორიტარულ სისტემას, აქებდა და დღეს სკამების განაწილებას აპირებენ, ზუსტად ის „მეამბოხე“ დეპუტატები, ამიტომ იმ მზაკვრობას და იმ იაფფასიან აფერისტობას რაც ივანიშვილმა დადგა, გუშინვე ფარდა აეხადა. ყოველივე ამის ფონზე ძალიან კარგია, რომ თვითონ პოლიცია აკეთებს იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს ხალხმა. ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს მთელი სამთავრობო კვარტალი, მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, „გეტოდ“ აქციეს და შიგნით აპირებენ შევიდნენ. რკინის ღობეების ამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა დღეს უნდა გადაინაწილონ გამოთავისუფლებული ადგილები. რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება, ამ დღეშია „ქართული ოცნება“. ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი იყო არის და იქნება არა ძალადობრივი, არამედ მშვიდობიანი. მოიტანა პოლიციამ რკინის ღობეები, დაალაგა, კი ბატონო. ეს ის საქმეა, რასაც ჩვენ ვაპირებდით გაგვეკეთებინა ცოცხალი ძალით. ერთი სადღაც უკანა ხვრელია დატოვებული "ოცნების" დეპუტატებისთვის და დავაკვირდებით აუცილებლად როგორ შეძვრებიან ეს დეპუტატები", -განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა