ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ

ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა, ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვენ და ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საკრებულოს სხდომებზე არ გამოცხადდებიან.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ 2020 ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაესწრება.

"ბათუმის საკრებულოში სხდომებს ჩვენ აღარ დავესწრებით იქამდე, სანამ არ გადაწყდება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხი - არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. ფაქტობრივად ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ, სანამ ეს პროცესები ქვეყანაში ხალხის სასარგებლოდ არ დალაგდება", - განაცხადა ლევან ანთაძემ.

დღეს, 11:00 საათზე ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომაა ჩანიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა