გორის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გორის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ხმაურია, სადაც „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას, რომლის აღკვეთაც ბაზარში მობოლიზებულმა პოლიციელებმა შეძლეს.

მოძრაობის ლიდერების განცხადებით, აქცია კამპანიის „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში დაიგეგმა.

აქციის მონაწილეებმა ბაზრის ტერიტორიაზე, პარლამენტის გორელი მაჟორიტარების იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის პლაკატები მიიტანეს წარწერით „მაჟორიტარი ფეოდალია“.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მოძრაობის წევრებს სურვილი ჰქონდათ ადგილობრივებისთვის გაეცნოთ ის კორუფციული სქემა, რომელიც მისი თქმით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის სახელს უკავშირდება და ასევე გორის მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობაზე. თუმცა, აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მიეცათ იქიდან გამომდინარე, რომ მათ გორის ბაზარში ადამიანების რამდენიმე ჯგუფი დაუპირისპირდა.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა