პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლულ მამაკაცს დღეს დაკრძალავენ

პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარ დაპირისპირების დროს მოკლულ 36 წლის მამაკაცს დღეს დაკრძალავენ. სოფელ ჯოყოლში ვისო მუთოშვილის მშობლიურ სახლთან პანკისელები არიან შეკრებილები. სამძიმარზე მყოფი ადგილობრივები გვარებს შორის წარსულში დაპირისპირებას გამორიცხავენ და მომხდარს „ხადორი“ სამი ჰესის მშენებლობის საკითხს უკავშირებენ.

"მათ შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ სწორედ ჰესების თემაზე დაიწყო. იყო აზრთა სხვადასხვობა და სწორედ ამან გამოწვია დაპირისპირება. ეს ყველაფერი იცოდნენ ძალოვნებმა და ხელისუფლებამ, თუმცა არაფერი გააკეთს ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ. შესაძლოა, ეს საკითხი უხუცებთან და სახალხო კრების წევრებთან ერთად განვიხილოთ და მოგვარებაზე ვიფიქროთ", - აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში კონფლიქტი ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს