გია ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“ - მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა

მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაცილებით დიდი წვლილი შეიტანა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაში, ვიდრე იმ ადამიანებმა, ვინც ამას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამარჯვების პერსპექტივის არგამოჩენა იმ აგრესიას განაპირობებს, რაც დღეს აქვთ. როცა გულზე მჯიღს ირტყამენ და ამბობენ, რომ მათი პოპულარობა დღითი დღე იზრდება, გამოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა. ხედავთ რა ხდება ეს არის დესტრუქციული ძალა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა