ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი და დედოფლისწყაროს მერი ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლებს შეხვდნენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსთან გიორგი ტატიშვილთან ერთად, ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„ფრონტერას“ წარმომადგენელთა განმარტებით, კომპანიას მათთვის ხელფასი მრავალი თვის განმავლობაში არ გადაუხდია.

„მიუხედავად იმისა, რომ საწარმო კერძოა და ეს არის კერძო სუბიექტებს შორის დავა, მასში 130-ზე მეტი დედოფლისწყაროელი მუშაობს, ჩვენთვის თითოეული თანამემამულის ბედი მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაიცავს“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

„გიორგი ტატიშვილის განცხადებით, თუ „ფრონტერასა“ და სახელმწიფოს შორის გარიგება შედგება, ხელისუფლების ნომერ პირევლი პირობა კომპანიის მიერ სახელფასო დავალიანებების დაფარვა იქნება. სააგენტო ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ალტერნატიული გზებიც. ნებისმიერი მათგანის განხორციელების შემთხვევაში კი „ფრონტერას“ თანამშრომელთა ინტერესები დაცული იქნება.

ნავთობ კომპანიის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილს და გიორგი ტატიშვილს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს