ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს

ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განუცხდა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის ხელი სამწლიან ხელშეკრულებას მოეწერა.

„მინდა მოკლედ გავაკეთო კომენტარი ჩემს სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო პირველი სამუშაო ვიზიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები პენტაგონში, ხელი მოვაწერეთ სამწლიან ხელშეკრულებას ჩვენს უწყებასა და პენტაგონს შორის. ეს იყო ძალიან შინაარსიანი შეხვედრა. პირველი შეფასება, რაც გაკეთდა პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან იყო შემდეგი, რომ ჩვენს უწყებებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პენტაგონის მთავარი წარმომადგენლის შეფასება. ეს რა თქმა უნდა, კიდევე ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს უპრეცდენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და ეს დადასტურდა ამ ვიზიტის ფარგლებშიც. და მეორე, რაც მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, მთავარი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მოუთმელად ელოდებიან თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენს უწყებასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა