ირაკლი კობახიძე - თუ „ნაცმოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება იდეალური ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის

თუ „ნაცმოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება იდეალური ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და მგონი არის ყველანაირი რესურსი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მინიმალური დოზით იყოს წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ კრიზისზე მიუთითებს, რაშიც „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები არიან". კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების თითოეული ნაბიჯი არის გამოხატულება იმ კრიზისის, რომელშიც არის ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“, თუნდაც, ეს გადაწყვეტილება თანამდებობებთან დაკავშირებით. ისინი არიან კრიზისში, ვერ პოულობენ გამოსავალს და საბოლოოდ მოუწევთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. რეალურად ვხედავთ, რომ არა მხოლოდ მათი დესტრუქციული ქმედებები არის მილევად რეჟიმში, არამედ "ნაცმოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, არის მილევად რეჟიმში და თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ უფრო სწრაფად მიილევიან. ჩვენ ვაგრძელებთ საპარლამენტო მუშაობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა